ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი - ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა თურქეთში
13 September 2023

პროგრამის აღწერა

 

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაზე სტამბულის აიდინის უნივერსიტეტში, თურქეთში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი -  https://www.aydin.edu.tr/en-us/Pages/default.aspx

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან სტამბულის აიდინის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში ( გაზაფხულის სემესტრი - 2023-2024 აკადემიური წელი )

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ შემდეგი პროგრამის სტუდენტებს:

 

·         ინჟინერია;

·         არქიტექტურა;

·         ბიზნესი;

·         ეკონომიკა;

·         სტომატოლოგია (მოწოდებული იქნება მხოლოდ პირველი სამი სასწავლო წლის საგნები)

·         მედიცინა (მოწოდებული იქნება მხოლოდ პირველი სამი სასწავლო წლის საგნები)

 

 

ასევე, აპლიკაციის შემოტანისთვის აუცილებელი კრიტერიუმია აღნიშნული GPA-ს ქონა :

 

-          საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის : 2.50 / 4.00

-          სამაგისტრო / სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის: 3.00 / 4.00

 

აღნიშნული გაცვლითი პროგრამა არ ფარავს :

-მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს

-საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

 

ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

 

 

*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ

 

·         საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს;

·         იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;

·         სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

 

სასწავლო შემოთავაზება

 

სტამბულის აიდინის უნივერსიტეტის მიერ გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული ინგლისურენოვანი პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ*-

https://ebs.aydin.edu.tr/index.iau?Page=AB&Type=L  

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

 

საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.

 

 

 საცხოვრებელი 

 

სტამბულის აიდინის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას. დეტალური ინფორმაცია საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://ebs.aydin.edu.tr/index.iau?Page=BarinmaOlanaklari&ln=tr

 

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ სტამბულის აიდინის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სწავლისთვის მინიმალური ენის მოთხოვნა B2 დონე, რომლის დადასტურებისთვის სტუდენტს ეძლევა რამდენიმე გზა:

 

1.       საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა (IELTS, TOEFL ან სხვა სერტიფიკატი, რომელიც ვალიდურია აპლიკაციის შემოტანის მომენტში და შეესაბამება CEFR B2 დონეს)

2.       საქართველოს უნივერსიტეტში ინლგისური ენის B2/2 დონის წარმატებით დასრულება (აპლიკაციის შემოტანის მომენტში B2/2 საფეხური უნდა იყოს დასრულებული). ამ შემთხვევაში სერტიფიკატის წარმოდგენა არაა აუცილებელი. სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის შეფასება მოხდება მის მიერ ინგლისურის შესაბამის კომპონენტებში მიღებული შეფასებების მეშვეობით.

3.       ინგლისური ენის ტესტირება. ტესტირების შესახებ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ MY UG შეტყობინებების მეშვეობით.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

 

·         აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv)

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი

·         სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.

 

 

აპლიკაცია

 

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8

 

სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)

 

სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.

 

 

აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 26 ნოემბრისა.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+995 557747097

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი