ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ბეჟას უნივერსიტეტი - ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში
20 March 2024

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 171 გაცვლით პროგრამაზე საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებისთვის ბეჟას უნივერსიტეტში, პორტუგალიაში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.ipbeja.pt/en/Pages/default.aspx

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ბეჟას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში, შემოდგომის სემესტრში - 2024-2025 აკადემიური წლის განმავლობაში.

 

აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს.

 

პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსებული იქნება სამგზავრო ხარჯები და ყოველთვიური სტიპენდია.

 

*აპლიკაციის შემოტანა არ შეუძლიათ

·         საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს;

·         იმ სტუდენტებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლას;

·         იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს;

·         სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ბეჟას უნივერსიტეტი სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს: https://www.ipbeja.pt/servicos/gmc/Documents/COURSES_CATALOGUE/courseunit.pdf

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, .. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

 

საცხოვრებელი

 

ბეჟას უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს ადგილობრივი განმასახლებელი კომპანიების საცხოვრებლებს, რომელთა შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.ipbeja.pt/sas/Paginas/default.aspx

 

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ბეჟას უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.

 

თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე.

 

ინლისურის ტესტის ჩატარების დროსა და თარიღს მიიღებთ MY UG- შეტყობინებების საშუალებით.  

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv )

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         თუკი სტუდენტი იმყოფება სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურის სწავლების პირველ სემესტრში, და წინა საფეხური (საბაკალავრო ან სამაგისტრო, შესაბამისად) არ აქვს დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, მან დამატებით უნდა წარმოადგინოს წინა საფეხურის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე შესაბამისი უნივერსიტეტიდან.

 

 

აპლიკაცია

 

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/9t73zmVmQWp5bz57A   

 

სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)

 

სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.

 

აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 28 მაისისა.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+955 557747097

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი