გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის ბუცერიუსის უნივერსიტეტში, ჰამბურგში, გერმანიაში.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობები: · სტუდენტი უნდა სწავლობდეს სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე; · სტუდენტი აპლიკაციის შემოტანის მომენტში უნდა იმყოფებოდეს სწავლების მეორე ან მესამე კურსზე; · სტუდენტის აკადემიური მოსწრება უნდა იყოს მაღალი (GPA 3 ან მეტი)
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.law-school.de/international
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ბუცერიუსის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2024-2025 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს; · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს.
სემესტრული დაახლოებითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.law-school.de/international/education/exchange-program/finances
ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
შემოდგომის სემესტრი ბუცერიუსის უნივერსიტეტში გრძელდება 02.09.2024 – 20.12.2024 პერიოდში.
*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს; · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს; · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
ბუცერიუსის უნვიერსიტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://www.law-school.de/fileadmin/content/law-school.de/de/units/abt_int-office/pdf/courses/Bucerius_Course_List_2024.pdf
მინიმალური კრედიტების რაოდენობა სემესტრში შეადგენს 8 ECTS. აღნიშნული 8 კრედიტის გარდა, ბუცერიუსის უნივერსიტეტის ყველა გაცვლითი სტუდენტისთვის სავალდებულოა „გერმანული სამართლის შესავალის“ კურსის გავლა.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
საცხოვრებელი |
ბუცერიუსის უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს ჰამბურგში არსებული სტუდენტური საცხოვრებლების ან სხვა ტიპის საცხოვრებლების მოპოვებაში.
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა. https://www.law-school.de/international/education/additional-info/living-in-hamburg
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ბუცერიუსის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატებიდან მიიღება შემდეგი სერტიფიკატები: o TOEFL – 90 ქულა ან მეტი o IELTS – 7 ან მეტი o CAE – B ან უფრო მაღალი შეფასებით o CPE – C ან უფრო მაღალი შეფასებით
თუ სტუდენტი არ ფლობს სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული შესაბამისი ენის დონე, ალტერნატიული ენის ფლობის დადასტურება შესაძლებელია ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ფლობს გერმანულ ენას და აქვს სურვილი, ისწავლოს გარკვეული საგნები გერმანულ ენაზე, აუცილებელია საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენა გერმანულ ენაზეც. ასეთ შემთხვევაში, აპლიკაციის შემოტანის მომენტში სტუდენტმა ასევე უნდა უზრუნველყოს საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმირება გერმანულად სწავლის სურვილის თაობაზე.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
· აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 26 მარტისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +995 557747097 |