გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაზე გდანსკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, პოლონეთში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://pg.edu.pl/en
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან გდანსკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში ( გაზაფხულის სემესტრი - 2022-2023 აკადემიური წელი )
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნესის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებს.
აღნიშნული გაცვლითი პროგრამა არ ფარავს : -მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს -საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ · საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს · იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს · სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.
|
სასწავლო შემოთავაზება |
გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული ინგლისურენოვანი პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ*-
-საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის : https://pg.edu.pl/en/admission/bachelor-studies/study-programs-english -სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის : https://pg.edu.pl/en/admission/master-studies/study-programs-english
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
გდანსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას. დეტალური ინფორმაცია საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://pg.edu.pl/en/students/student-life/accommodation
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ გდანსკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სწავლისთვის მინიმალური ენის მოთხოვნა B2 დონე, რომლის დადასტურებისთვის სტუდენტს ეძლევა რამდენიმე გზა:
1. საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა (IELTS, TOEFL ან სხვა სერტიფიკატი, რომელიც ვალიდურია აპლიკაციის შემოტანის მომენტში და შეესაბამება CEFR B2 დონეს) 2. საქართველოს უნივერსიტეტში ინლგისური ენის B2/2 დონის წარმატებით დასრულება (აპლიკაციის შემოტანის მომენტში B2/2 საფეხური უნდა იყოს დასრულებული). ამ შემთხვევაში სერტიფიკატის წარმოდგენა არაა აუცილებელი. სტუდენტის ინგლისური ენის ცოდნის შეფასება მოხდება მის მიერ ინგლისურის შესაბამის კომპონენტებში მიღებული შეფასებების მეშვეობით. 3. ინგლისური ენის ტესტირება. ტესტირების შესახებ ინფორმაციას სტუდენტები მიიღებენ MY UG შეტყობინებების მეშვეობით.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
· აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაცია |
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8
სტუდენტების შეფასება მოხდება წარმოდგენილი საბუთების საფუძველზე მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. აკადემიური მოსწრების კომპონენტისთვის სტუდენტს არ სჭირდება დოკუმენტაციის წარმოდგენა (გარდა გამონაკლისი შემთხევებისა, როდესაც სტუდენტი იმყოფება სწავლების პირველ სემესტრზე, დეტალები იხილეთ წინა სექციაში)
სტუდენტების შერჩევა მოხდება კონკურენციის პრინციპით.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 27 ნოემბრისა.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: მარიამ რევაზიშვილი +995 598121513 +995 557747097 |