ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

საპიენცას უნივერსიტეტი - ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა იტალიაში
8 March 2022

 

 

პროგრამის აღწერა

 

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაზე საპიენცას უნივერსიტეტში, რომი, იტალია.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი -  https://www.uniroma1.it/en/pagina-strutturale/home  

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან საპიენცას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2022-2023 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

აღნიშნული გაცვლითი პროგრამა არ ფარავს :

  • მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს
  • საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

 

*აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ

·         საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს

·         იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს

·         სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

საპიენცას უნვიერსიტეტის მიერ 2022-2023 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ*- https://bit.ly/3HgoMEN

 

*საგნების სიის სანახავად სასურველ პროგრამაზე გადასვლის შემდგომ აირჩიეთ “Attendance”

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.

 

საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.

 

საცხოვრებელი

 

საპიენცას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის მიერ რეკომენდირებული საცხოვრებლებით: https://www.uniroma1.it/en/pagina/student-housing

 

სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ საპიენცას უნივერსიტეტში ინგლისურ ან იტალიურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის ან იტალიურის B2/2 დონე.

 

იტალიურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს იტალიური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.

 

ინგლისურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.

 

სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო შემდეგ შემთხვევებში:

სტუდენტს აპლიკაციის შემოტანის მომენტში საქართველოს უნვიერსიტეტში დასრულებული აქვს ინგლისური ან იტალიური ენის B2/2 დონე 

სტუდენტმა წარმატებით გაიარა ინგლისური ენის ტესტირება

 

თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         აპლიკაციის ფორმა - ჩამოსატვირთად გადადით ლინკზე - https://bit.ly/3Aa7K7w

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv)

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ან იტალიური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში ან წარმატებით გაივლის გაცვლითი პროგრამისთვის დანიშნულ ინგლისურის ტესტირებას, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

·         სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.

 

აპლიკაცია

 

აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება: https://forms.gle/4AY12qCjBoPYqK9f8

 

აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 27 მარტისა

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

მარიამ რევაზიშვილი

m.revazishvili@ug.edu.ge

+995 598121513

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი