
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამაზე მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანიაში (შტრაუბინგის კამპუსი).
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი.
პროგრამაზე აპლიკაციის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ბიზნეს ადმინისტრირების და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებს.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2026-2027 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი თავად ფარავს შემდეგ ხარჯებს:
ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დაუფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
აპლიკაცის შემოტანა არ შეუძლიათ :
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ შემოდგომის სემესტრისთვის შემოთავაზებული ინგლისურენოვანი პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესატყვისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტს არ აქვს საკუთარი საერთო სტუდენტური საცხოვრებელი, თუმცა საცხოვრებლის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მათ ვებგვერდზე.
სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურ ან გერმანულ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის ან გერმანულის B2/2 დონე.
ინგლისურ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ინგლისური ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.
გერმანულ ენაზე სწავლის სურვილის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს გერმანული ენის CEFR B2 დონის ეკვივალენტი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი.
სერტიფიკატის წარმოდგენა სავალდებულო არაა მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
თუკი სტუდენტი არ ფლობს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და აპლიკაციის შემოტანის მომენტში არ აქვს დასრულებული ინგლისური ენის B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, შესაძლებელია ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის მოპოვება ტესტირების საფუძველზე. ტესტირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოწოდებული იქნება შეტყობინების სახით MY UG-ზე.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
სტუდენტებმა, რომლებიც იმყოფებიან მაგისტრატურის პირველი კურსის პირველ სემესტრზე და საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო დონის ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე.
აპლიკაციისთვის საჭიროა შემდეგი ფორმის შევსება.
აპლიკაცია უნდა გამოიგზავნოს არაუგვიანეს 29 აპრილისა.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
მარიამ რევაზიშვილი
+995 598121513
+995 557747097