ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ლიეტუვაში
21 October 2020

აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 107 გაცვლით პროგრამას შემდეგი პროგრამის სტუდენტებისათვის ვილნიუსში, ლიეტუვაში, ევროპულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში (EHU):

Ø  სამართლის სამაგისტრო პროგრამა

Ø  საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამა

Ø  ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა

Ø  სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამა

Ø  ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი -  https://en.ehu.lt/

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ევროპულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება:

·         მგზავრობის ხარჯები

·         ყოველთვიური სტიპენდია

·         სწავლის საფასური

 

 

სასწავლო შემოთავაზება

 

EHU-ს მიერ 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ - Course Catalogue

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.

 

საცხოვრებელი

 

EHU სთავაზობს სტუდენტებს საკუთარ საერთო საცხოვრებელს. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ გვერდზე: https://en.ehu.lt/international/incoming-students/before-arrival/#accommodation

 

სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა

 

 

სწავლების ენა

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ EHU-უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv)

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

აპლიკაციების მიღების ვადა

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 10 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი