გაცვლითი პროგრამები
აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს მიღებას Erasmus+ Key Action 107 გაცვლით პროგრამას შემდეგი პროგრამის სტუდენტებისათვის ლიეტუვაში, ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებების უნივერსიტეტში (LSMU). პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი პროგრამების სტუდენტებს: · მედიცინა · სტომატოლოგია · ფარმაცია · საექთნო საქმე
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://lsmuni.lt/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებების უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (გაზაფხულის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული იქნება: · მგზავრობის ხარჯები · ყოველთვიური სტიპენდია · სწავლის საფასური
|
სასწავლო შემოთავაზება |
LSMU-ს მიერ 2020-2021 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: · მედიცინა - https://lsmuni.lt/media/dynamic/files/16491/medicinastudijuplanas2019-20-spk20181004.pdf · სტომატოლოგია - https://lsmuni.lt/media/dynamic/files/16663/ofodontologijastudijuuzsieniokalbaplanas2019-2020.pdf · ფარმაცია - https://lsmuni.lt/media/dynamic/files/16485/farmacijaen2019_2020.pdf · საექთნო საქმე - https://lsmuni.lt/media/dynamic/files/17108/bs_nursing_fullpr.naujikodai2019-20201.pdf
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. საგნების შერჩევისთვის კონსულტაციისთვის სტუდენტმა უნდა მიმართოს შესაბამის სკოლას.
|
საცხოვრებელი |
LSMU სთავაზობს სტუდენტებს საკუთარ საერთო საცხოვრებელს. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ გვერდზე: https://lsmuni.lt/en/activities/exchange-studies/erasmus-for-incoming/facilities/
სტუდენტებს ასევე აქვთ უფლება და შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეარჩიონ მათთვის სასურველი საცხოვრებლის სხვა ფორმა
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ LSMU-ს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (TOEFL, IELTS, etc.)
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/en/create-europass-cv) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამის სკოლის დეპარტამენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 11 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|