ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რუმინეთში
16 March 2021

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, ბუქარესტში, რუმინეთში

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.rau.ro/?lang=en

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

  • მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს
  • საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

საერთო საცხოვრებლის საშუალო ყოველთვიური ღირებულება - 100-150 ევრო.

 

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

შემოდგომის სემესტრი რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გრძელდება 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლამდე.

 

*აპლიკაცია არ შეუძლიათ:

  • საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს
  • იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს
  • სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

რუმინულ-ამერიკული უნვიერსიტეტი სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს ინგლისურ ენაზე:

https://www.rau.ro/wp-content/mydocuments/erasmus/Study%20Guide%20exchange%202020-2021_DualView.pdf

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

საცხოვრებელი

 

რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს. საცხოვრებლის საშუალო ღირებულებაა 100 ევრო.

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ რუმინულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

  • სამოტივაციო წერილი
  • CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en)
  • მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც შეესატყვისება CEFR-ის B2 დონეს (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

მაგისტრატურის პირველ სემესტრზე მყოფმა სტუდენტებმა, რომლებსაც საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო სწავლების ნიშნების ფურცელი შესაბამისი უნივერსიტეტიდან.

 

აპლიკაცია

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 18 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

 

გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „Romanian-American Exchange Program”

ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.

 

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი