ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩეხეთში
8 March 2021

აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტომას ბატას უნივერსიტეტში, ჩეხეთში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.utb.cz/en/

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ტომას ბატას უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

               ·         მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს

               ·         საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

 

საშუალო თვიური დანახარჯები გაცვლითი სემესტრის განმავლობაში შეადგენს 300-380 ევროს (სტუდენტური საცხოვრებლის ღირებულების ჩათვლით)

 

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

დამატებითი ინფორმაცია გაცვლითი სტუდენტებისთვის იხილეთ აქ: https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/practical-information/

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ტომას ბატას უნვიერსიტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ (გთხოვთ, გადახვიდეთ შესაბამისი ფაკულტეტის გვერდზე): https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/courses/

 

სტუდენტებს შეუძლიათ მხოლოდ Winter Semester საგნების სწავლა.

 

მინიმალური კრედიტების რაოდენობა სემესტრში შეადგენს 15 ECTS.

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

საცხოვრებელი

 

ტომას ბატას  უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტური საცხოვრებელს. ინფორმაცია საცოხვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://www.utb.cz/en/university/international/students/exchange-students/incoming-students/practical-information/accommodation/

 

სურვილის შემთხვევაში სტუდენტს აქვს თავისუფლება, მოიძიოს დამოუკიდებლად ნებისმიერი სხვა ტიპის საცხოვრებელი.

 

 

სწავლების ენა

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ტომას ბატას უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

               ·         სამოტივაციო წერილი

               ·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en)

               ·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი  სკოლის ასისტენტს)

               ·         ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

               ·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

აპლიკაციების მიღების ვადა

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 4 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „Tomas Bata Exchange Program”

ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი