გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კუფშტაინის უნივერსიტეტში, ავსტრიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.fh-kufstein.ac.at/eng/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან კუფშტაინის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :
კუფშტაინში საცხოვრებლის საშუალო ყოველთვიური ღირებულება - 400 ევრო. ყოველთვიური საშუალო დანახარჯები - 300-500 ევრო
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
შემოდგომის სემესტრი კუფშტაინის უნივერსიტეტში გრძელდება 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის თებერვლამდე.
*აპლიკაცია არ შეუძლიათ:
|
სასწავლო შემოთავაზება |
კუფშტაინის უნვიერსიტეტის სტუდენტებს შემოდგომის სემესტრისთვის სთავაზობს შემდეგ საგნებს: https://www.fh-kufstein.ac.at/studieren/international/incoming-students/Winter-Semester-Courses
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
საცხოვრებელი |
კუფშტაინის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს საერთო სტუდენტურ საცხოვრებელს. საცხოვრებლის შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ: https://www.fh-kufstein.ac.at/eng/study/international/accommodation-in-kufstein/International-Student-Residence სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ კუფშტაინის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
|
აპლიკაცია |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 12 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „Kufstein Exchange Program” ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|