გაცვლითი პროგრამები
პროგრამის აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პორტოს უნივერსიტეტში, პორტუგალიაში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://sigarra.up.pt/up/en/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან პორტოს უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
შემოდგომის სემესტრი პორტოს უნივერსიტეტში გრძელდება 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე.
*აპლიკაცია არ შეუძლიათ:
|
სასწავლო შემოთავაზება |
პორტოს უნვიერსიტეტში არსებული პროგრამების და საგნების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://sigarra.up.pt/up/en/web_base.gera_pagina?p_pagina=licenciaturas-e-mestrados-integrados
სასურველ პროგრამაზე გადასვლის შემდგომ, გთხოვთ გადახვიდეთ Study Plan – All courses გვერდზე, სადაც იხილავთ საგნების ჩამონათვალს. სტუდენტებს შეუძლიათ იმ საგნების არჩევა, რომლებსაც სწავლების ენის გრაფაში მითითებული აქვთ English ან Suitable for English-speaking students.
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ აღიარებული საგნებისთვის კრედიტების მინიჭება მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით (იგულისხმება კონკრეტული საგნის კრედიტების რაოდენობა), ე.ი. საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
საცხოვრებელი |
პორტოს უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს ან, სურვილის შემთხვევაში, დახმარებას სხვა საცხოვრებლის მოძიებაში.
|
ენის მოთხოვნები |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ პორტოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:
მაგისტრატურის პირველ სემესტრზე მყოფმა სტუდენტებმა, რომლებსაც საბაკალავრო საფეხური არ აქვთ დასრულებული საქართველოს უნივერსიტეტში, დამატებით უნდა წარმოადგინონ საბაკალავრო სწავლების ნიშნების ფურცელი შესაბამისი უნივერსიტეტიდან.
|
აპლიკაცია |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 27 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „Porto Exchange Program” ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|