ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

გაცვლითი პროგრამები და სტიპენდიები

გაცვლითი პროგრამები

ინდივიდუალური გაცვლითი პროგრამა სტუდენტებისთვის ლიეტუვაში
19 May 2021

 

პროგრამის აღწერა

საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში, კაუნასში, ლიეტუვაში.

 

იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.vdu.lt/en

 

პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)

 

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს :

·         მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს

·         საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს

მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.

 

შემოდგომის სემესტრი ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში უნივერსიტეტში გრძელდება 31.08.2021-31.01.2022 პერიოდში.

 

*აპლიკაცია არ შეუძლიათ:

·         საბაკალავრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს

·         იმ სტუდენტებს, რომელთათვისაც 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი წარმოადგენს საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის სწავლების ბოლო, დამამთავრებელ სემესტრს

·         სტუდენტებს, რომლებსაც აპლიკაციის გამოგზავნის მომენტში არ აქვთ საქართველოს უნივერსიტეტში აქტიური სტუდენტის სტატუსი.

 

სასწავლო შემოთავაზება

 

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული ინგლისურენოვანი საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ:

საბაკალავრო საგნები: https://www.vdu.lt/wp-content/uploads/2021/04/Naujausias_Bachelor-time-table_2021-2022_Autumn-3.pdf

სამაგისტრო საგნები: https://www.vdu.lt/wp-content/uploads/2021/04/Master-time-table_2021-2022-_Autumn-3.pdf

 

გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა. სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.

 

საცხოვრებელი

 

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს მათი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებით სარგებლობას. დეტალური ინფორმაცია საცხოვრებლის შესახებ იხილეთ აქ: https://www.vdu.lt/en/international-cooperation/for-students/practical-information-for-incoming-students/accommodation/

სტუდენტი თავისუფალია დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის სასრუველი ნებისმიერი სხვა სახის საცხოვრებელი.

 

ენის მოთხოვნები

 

სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.

 

სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება

 

წარმოსადგენი საბუთები

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე:

·         სამოტივაციო წერილი

·         CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en)

·         მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს)

·         ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო)

·         პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)

 

აპლიკაცია

 

სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 27 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:  exchange@ug.edu.ge

გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „VMU Exchange Program”

ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.

 

 

საკონტაქტო პირი

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ნუცა ვეფხვაძე

n.vepkhvadze@ug.edu.ge

+995 557747097

 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი