გაცვლითი პროგრამები
აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას სტუდენტებისათვის VIA-ს უნივერსიტეტში, დანიაში.
VIA-ს უნვიერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სწავლებას ბრენდინგის, მარკეტინგის და მენეჯმენტის მიმართულებით.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://en.via.dk/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან VIA-ს უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2021-2022 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
ყოველთვიური საშუალო დანახარჯები საცხოვრებლის ჩათვლით - 800 ევრო
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
|
სასწავლო შემოთავაზება |
ლოძის უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ:
https://en.via.dk/programmes/bachelor/design-and-business-bachelor-top-up/branding-and-marketing-management/courses-branding-and-mm
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.სტუდენტი მიმღებ უნივერსიტეტში არ იხდის სწავლის საფასურს, თუმცა საქართველოს უნივერსიტეტში ფარავს აღიარებული კრედიტების საფასურს.
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ VIA-ს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს საერთაშორისოდ აღიარებული ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე.
სერტიფიკატის არ წარმოდგენის შემთხვევაში, სტუდენტის ინგლისური ენის ფლობის შესაფასებლად გამოიყენება მის მიერ საქართველოს უნივერსიტეტში გავლილი ინგლისური ენის საგნების საშუალო შეფასება.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი - https://europa.eu/europass/eportfolio/screen/cv-editor?lang=en) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან (გთხოვთ, მიმართეთ შესაბამისი სკოლის ასისტენტს) · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი - TOEFL, IELTS ან სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი, რომელიც შეესატყვისება CEFR-ის B2 დონეს (თუკი სტუდენტს დასრულებული აქვს B2/2 დონე საქართველოს უნივერსიტეტში, სერტიფიკატის წარმოდგენა არაა საჭირო) · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 31 მარტის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
გთხოვთ, მეილის Subject-ში მიუთითოთ: „VIA Exchange Program” ყველა მოთხოვნილი საბუთი დართული უნდა იყოს ერთ მეილში.
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|