გაცვლითი პროგრამები
აღწერა |
საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სტუდენტების სამსახური აცხადებს ინდივიდუალურ გაცვლით პროგრამას სტუდენტებისათვის პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში.
იხილეთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდი - https://www.up.pt/
პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტუდენტები ისწავლიან პორტოს უნივერსიტეტში 1 სემესტრის განმავლობაში (შემოდგომის სემესტრი - 2020-2021 აკადემიური წელი)
გაცვლითი პროგრამა არ მოიცავს : · მგზავრობისა და ვიზის ხარჯებს · საცხოვრებლისა თუ სხვა ყოველდღიურ ხარჯებს
მაღალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში საქართველოს უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს საცხოვრებლის ხარჯებს.
|
სასწავლო შემოთავაზება |
პორტოს უნვიერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და საგნების ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://sigarra.up.pt/up/en/WEB_BASE.GERA_PAGINA?p_pagina=ensino
გაცვლითი სემესტრის დასრულების შემდგომ საგნების ჩათვლა მოხდება საქართველოს უნივერსიტეტის სისტემის მიხედვით, შესაბამისად საგნებს მიენიჭებათ საქართველოს უნივერსიტეტში შესაბამისი საგნისთვის მინიჭებული კრედიტების რაოდენობა.
|
საცხოვრებელი |
პორტოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ისარგებლონ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლით.
|
სწავლების ენა |
სტუდენტებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ პორტოს უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უნივერსიტეტში არ აქვს დასრულებული ინგლისურის B2/2 დონე. სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში სტუდენტმა უნდა გაიაროს ინგლისური ენის ონლაინ გამოცდა.
|
წარმოსადგენი საბუთები |
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები ინგლისურ ენაზე: · სამოტივაციო წერილი · CV (Europass ფორმატი) · მიმართვის წერილი შესაბამისი სკოლიდან · ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი · პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/პასპორტი (ელ.ვერსია)
|
აპლიკაციების მიღების ვადა |
სტუდენტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს ელექტრონული სახით 3 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: exchange@ug.edu.ge
|
საკონტაქტო პირი |
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: ნუცა ვეფხვაძე +995 557747097
|
შენიშვნა |
აღნიშნული გაცვლითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ეს შესაძლებელი იქნება მსოლფიოში არსებული COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით.
|