ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


12 November 2016
„სურვილების ახდენის ფსიქოტექნოლოგიები“

შაბათს, 12 ნოემბერს ფსიქოლოგიური მომსახურებისა და ანალიტიკის ცენტრში გაიმართა ტრენინგი - „სურვილების ახდენის ფსიქოტექნოლოგიები.“
ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიური აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ნოდარ სარჯველაძე.
ტრენინგის მიზანი გახლდათ მონაწილეთათვის თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით ეჩვენებინა და საკუთარ თავზე განეცადათ ის ტექნიკები, რასაც სურვილების ახდენასთან მივყავართ. ტრენინგის ბოლოს ჯგუფის თითოეული წევრი მივიდა იმის აღიარებამდე, რომ გამართლება და იღბალი არ არის შემთხვევითობა, რომ მისი განმაპირობებელი არა მხოლოდ გარე სამყარო და უმართავი ძალებია, არამედ შინაგანი სამყარო, ტვინის ღრმა სტრუქტურები და ასევე, პიროვნების ძირეული განწყობები; უფრო ზუსტად კი, ხუთი ძირითადი პიროვნული ღერძი: პიროვნების ღირებულებები, მისი მოლოდინთა სისტემა, რწმენები, მიზნები და თვითშეფასება.
პროცესი სასიამოვნოდ, საინტერესოდ და პოზიტიური ემოციების ფონზე წარიმართა.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი