სიახლეები
15 მარტს ჩატარდა თათია ტურაშვილი საჯარო ლექცია ,,ემოციური "ტრიგერები" და სამუშაო კეთილდღეობა".
თათია ტურაშვილი არის ფსიქოლოგიის დოქტორი, მენეჯმენტ კონსულტანტი, პოზიტიური ფსიქოლოგიის, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საჯარო ლექცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიც არის:
▶️ რა იწვევს სამსახურში ჩვენს ნეგატიურ ემოციებს და როგორ შეიძლება ჩვენი რეაქციის მართვა?
▶️ რა გავლენას ახდენს ნეგატიური და პოზიტიური ემოციები ჩვენს სამუშაო კეთილდღეობაზე?
▶️ როგორ გავაძლიერო სამუშაო კეთილდღეობის განცდა სამსახურში?
განხილული საკითხები ეფუძნება პოზიტიურ ფსიქოლოგიის კონცეფციას, რომელიც წარმოადგენს მარტინ სელიგმანის კეთილდღეობის მოდელს “PERMA”, მიხაილ ჩიქსენთმიხაილის ბედნიერების თეორიას “FLOW”, დანიელ გოლმანის ემოციური ინტელექტის თეორიას, ბარბარა ფრედრიქსონის პოზიტიურ ემოციების თეორიას და კიმ კამერონის პოზიტიური ორგანიზაციული განვითარების საფუძვლებს.