სიახლეები
პოლიტიკის მეცნიერებების და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიამრთა საჯარო ლექცია „ჰიბრიდული ომი“.
ლექციის შესახებ: საინფორმაციო ომი ჰიბრიდული ომის ერთერთი ყველაზე მძლავრი იარაღია. რა არის ახალი 21 საუკუნის ჰიბრიდულ მიდგომებში? რა არის ჰიბრიდული ომის მიზნები და ამოცანები? რა ტაქტიკისა და მექანიზმების გამოყენებით ხდება საინფორმაციო ომის წარმოება? როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ საინფორმაციო ომს და შევამციროთ მისი ნეგატიური გავლენა საზოგადოებასა და ქვეყანაზე?
ლექციას გაუძღვა შოთა ღვინერია - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.