სიახლეები
ჯგუფური ფსიქოთერაპია მარტოობის განცდით დაინტერესებული ზრდასრული ადამიანებისთვის!
- რას ნიშნავს მარტოობა?
- მარტოობა საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა?
- რისი უფრო მეტად გვეშინია მარტოობის თუ განმარტოების?
მარტოობას თანამედროვე ადამიანის მთავარ პრობლემად თვლიან. განმარტოება ფიზიკურად მარტო ყოფნას ნიშნავს, მარტოობა კი - გარემომცველ სამყაროსგან ფსიქოლოგიურ განკერძოებას; მარტოობა ეს არის გრძნობა, რომ:
• შენს ირგვლივ მყოფებს არ ესმით შენი;
• შენ სხვებისგან განსხვავებული ინტერესები და ღირებულებები გაქვს;
• შენი ახლობლებიც კი არ გიცნობენ;
• ვერავის ენდობი;
• მარტო ხარ სამყაროში.
ტრენინგის შესახებ: ჯგუფური ფსიქოთერაპიის პროცესში მოხდება რეალური ცხოვრებისეული სქემების გათამაშება, რამდენადაც ჯგუფი რეალური ცხოვრების მოდელს წარმოადგენს და ადამიანები ურთიერთობების, განწყობების, ღირებულებებისა და ემოციურ-ქცევითი რეაგირების ბუნებრივ ფორმებს ავლენენ.
მოცემული ტრენინგი ეფუძნება გეშტალტ თეორიის ორიენტირებს.