სიახლეები
NextGen Voices ასევე EJTA-ს ინიციატივით შექმნილი საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების მედიაწიგნიერებისა და ჟურნალისტური კომპეტენციების გაღრმავებას, ასევე მათ ჩართულობას ევროპულ ჟურნალისტურ დისკურსში. 2025 წლის 24 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური წარმომადგენელი მონაწილეობდნენ ხორვატიაში, University of Zagreb-ში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა სტუდენტებისთვის პროფესიული გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტბმა სხვა საერთაშორისო მონაწილეებთან და მენტორებთან ერთად იმუშავეს Newsroom-ის პრინციპით. Ერთი კვირის განმავლობაში სტუდენტებმა შექმნეს მულტიმედიური ჟურნალისტური მასალები ამბის თხრობის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. პროექტის შედეგად შექმნილი ჟურნალისტური პროდუქტები გამოქვეყნდება NextGen Voices-ის პლატფორმასა და პარტნიორი ორგანიზაციების მედიარხებზე. აღნიშნულმა პროექტი ხელი შეუწყო სტუდენტების კვლევის, ამბის თხრობისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებას.