ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


15 July 2025
PR ARENA | ევროვიზიის კამპანია – ქართველი სტუდენტები ევროპის სცენაზე

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმატებით იმუშავეს ევროვიზიისა და LEGO- გლობალურ კამპანიებზე

 

საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა ორ პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში, სადაც იმუშავეს მსოფლიო დონის ბრენდებისევროვიზიის სიმღერის კონკურსისა და LEGO Group-ისსაკომუნიკაციო კამპანიებზე.

საქართველოს უნივერსიტეტი გახდა პირველი და ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი საქართველოდან, რომელიც აღნიშნულ კონკურსებში მონაწილეობდა საკუთარი სტუდენტური გუნდით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი სტუდენტები კონკურენციაში ჩაერთნენ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან ერთად და გლობალურ ბრენდებთან უშუალოდ ითანამშრომლეს.

 

PR ARENA | ევროვიზიის კამპანიაქართველი სტუდენტები ევროპის სცენაზე

საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების ხუთი სტუდენტი შეირჩა და ჩაერთო PR ARENA- მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გუნდურ პროექტში, რომლის მიზანი იყო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პოპულარიზაცია Z თაობის აუდიტორიისთვის. სტუდენტები გუნდურად მუშაობდნენ ევროპის 10 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ხოლო პროექტის მენტორობას 11 ევროპელი PR პროფესიონალი უზრუნველყოფდა.

სასწავლო სესიები ჩატარდა ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ რალუკა მოიზეს, და ნორვეგიის კრისტიანიას უნივერსიტეტის პროფესორის, დოქტორ ოდრა დირს-ლოუსონის ხელმძღვანელობით. სტუდენტებმა შეიმუშავეს კრეატიული საკომუნიკაციო სტრატეგიები, გაიარეს ტრენინგები საერთაშორისო კრიზისების მართვაში და წარმოადგინეს თავიანთი იდეები ჟიურის წინაშე.

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრა ევროვიზიის ფინალურ კონცერტზე, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე გასულ გუნდებს შესაძლებლობა მიეცათ დაესწროთ საერთაშორისო ექსპერტების მასტერკლასებს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სპეციალური პრიზები.

LEGO Creative Challenge | ქართველმა სტუდენტებმა LEGO- რეალური კამპანია შეიმუშავეს

საქართველოს უნივერსიტეტის კიდევ ხუთი სტუდენტი წარმატებით ჩაერთო პანევროპულ საკომუნიკაციო კონკურსში, სადაც მათ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბრენდთან—LEGO Group-თანერთად იმუშავეს. პროექტის ფარგლებში, სტუდენტებმა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე შეიმუშავეს სრულმასშტაბიანი საკომუნიკაციო და კრეატიული კამპანია, რომელიც მოიცავდა:

  • LEGO- ბრიფზე მუშაობას;
  • სამიზნე აუდიტორიის კვლევას;
  • კამპანიის კონცეფციისა და მედია გეგმის შექმნას;
  • ვიზუალური მასალების წარმოებას.

 

სტუდენტთა ნამუშევრები შეფასდა 40 ევროპელი PR პროფესიონალისგან შემდგარი ჟიურის მიერ, ხოლო გამარჯვებული გუნდის მიერ შექმნილი კამპანია რეალურად განხორციელდა LEGO- მიერ.

კონკურსის გამარჯვებულები ასევე მიიწვიეს Cannes Lions International Festival of Creativity-ზემსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კრეატიულ ღონისძიებაზე.

რეალური გამოცდილება გლობალურ დონეზე

ორივე კონკურსში მონაწილეობამ საქართველოს უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების სტუდენტებს მისცა უნიკალური შესაძლებლობა:

  • შეემუშავათ საერთაშორისო ბრენდებთან რეალურ პროექტებზე;
  • განევითარებინათ პროფესიული უნარები გლობალურ ბაზარზე;
  • შეეძინათ გამოცდილება ინტერნაციონალურ გუნდურ მუშაობასა და თანამედროვე კომუნიკაციის პრაქტიკაში.

 

საქართველოს უნივერსიტეტი ამაყობს იმ შედეგებით, რაც მისმა სტუდენტებმა საერთაშორისო დონეზე აჩვენეს, და გააგრძელებს პლატფორმების შექმნას, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ შანსი, თავიანთი ნიჭი და პროფესიული პოტენციალი საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინონ.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი