ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


10 May 2019
რა ვიცით ნარკოტიკების შემადგენლობაზე?

10 მაისს ჩატარდა დიკუსია თემაზე ,,რა ვიცით ნარკოტიკების შემადგენლობაზე?"

კლუბურ სივრცეში თუ მუსიკალურ ფესტივალებზე ნარკოტიკებს უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა მოიხმარს. მომხმარებლების უმრავლესობას კი არ აქვს ინფორმაცია ნარკოტიკების ჯანმრთელობაზე გავლენის თუ მისი შემადგენლობის შესახებ.

ნარკოტიკების სახეები, სახელები და შემადგენლობა შავ ბაზარზე მუდმივად იცვლება. როცა ნივთიერების ზუსტი შემადგენლობა უცნობია, შეუძლებელია მისი ჯანმრთელობაზე გავლენისა და "უსაფრთხო დოზის" წინასწარ განსაზღვრა.

ასეთ ვითარებაში, ჯანმრთელობაზე ზიანის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში დანერგილია ნარკოტიკების შემოწმების პრაქტიკა: არსებობს ცენტრები, სადაც მომხმარებლები მიდიან და პირადი მოხმარებისთვის შეძენილი ნარკოტიკის შემადგენლობას ამოწმებენ.

საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ნარკოტიკების შემოწმების ცენტრ[ებ]ი ჯერ-ჯერობით არ არსებობს, მაგრამ არის ინდივიდუალური წამოწყებები: ორგანიზაციები, რომლებიც მომხმარებლებს ნარკოტიკების შემადგენლობის გაგებაში ეხმარებიან.

დისკუსიის მოდერატორები: ცირა გვასალია და მანანა ვარდიაშვილი;

მომხსენებლები:


თემო ხატიაშვილი, პროექტის - “მანდალა”დამაარსებელი;
ადა ბესელია, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯიას” ასისტენტ-მკვლევარი;
ზაზა თვალაძე და დავით მარგიანი, ლაბორატორია
“ტესტ ქითის” დამფუძნებლები.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი