სიახლეები
27 ნოემბერს საკონსულტაციო კომპანია ,,ჯეპრას" დამფუძნებელმა სოსო გალუმაშვილმა ჩაატარა საჯარო ლექცია „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ .
„როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ მსოფლიო ბესთსელერი წიგნია, რომლის მილიონობით ეგზემპლარიც გაყიდულია 37 ენაზე. იგი USA Today-ს მიერ შედგენილ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნეს წიგნს შორის არის შესული.
წიგნში მიმოხილულია მარტივი და ეფექტური მეთოდები, რომლებსაც მოსფლიოს მასშტაბით წარმატებით იყენებენ ბიზნესპრაქტიკოსები.
სოსო გალუმაშვილმა ისაუბრებრა წიგნში განხილულ მნიშვნელოვან საკითხებზე, ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნის მეთოდებზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტარტაპებისა თუ უკვე დაფუძნებული ორგანიზაციებისთვის შეარჩიონ სწორი და ინოვაციური ბიზნესმოდელი, რაც საშუალებას მისცემთ მყარად დაიკავონ ბაზარზე კუთვნილი ადგილი. როგორ დაეხმარებათ ამაში ბიზნესმოდელის ტილო. სემინარზე ასევე განვიხილავთ ცნობილი კომპანიების ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციის მაგალითებს და რჩევებს იმაზე, თუ სად ვეძებოთ ინოვაცია.