ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


17 July 2019
რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში

17 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის და ახალი ეკონომიკური სკოლის ორგანიზებით გაიმართა უპრეცენდენტო კონფერენციას თემაზე: "რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში", რომელსაც საუნივერსიტეტო მასშტაბით ანალოგი არ გააჩნია.

კონფერენცია ოთხ ძირითად მიმართულებად დაიყო:

✅ რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები
✅ სამხედრო, ჰიბრიდული გავლენები
✅ კულტურა, ნორმები და ფასეულობები
✅ როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს

კონფერენციაზე მსოფლიოში აღიარებულმა პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა განიხილეს რუსეთის რევიზიონისტულ სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია პოსტ-საბჭოთა სივრცეში საკუთარი გავლენის დაბრუნებაზე.

კონფერენციაზე მოწვეული სპიკერები იყვნენ:

მაიკლ კარპენტერი- ა.შ.შ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის - ჯო ბაიდენის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრის დირექტორი. ლიტვის ეროვნული თავდაცვის ფონდის კონსტულტანტი უსაფრთხოების საკითხებში.

ჯეფრი მანკოფი- CSIS Russia and Eurasia პროგრამის ხელმძღვანელი,რუსეთთან ურთიერთობის საკითხში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მრჩეველი , ექსპერტი უსაფრთხოების და რუსეთის საგარეო ურთიერთობების საკითხებში.

ბრაიან ვიტმორი- ევროპული პოლიტიკის ანალიტიკის ცენტრში რუსეთის პროგრამის დირექტორი და მთავარი მკვლევარი.

ლუკ კოფი- ჰერიტიჯ ფონდის, ალისონის ცენტრის საგარეო პოლიტიკის კვლევების დირექტორი. „ნატო-საქართველო: ა.შ.შ და ევროპული ინტერესი“ წიგნის ავტორი.

ანდრეას უმლანდი- გერმანელი პოლიტიკის მეცნიერი, რუსეთის და უკრაინის ისტორიის ექსპერტი.

კრასენ სტანჩევი- მაკროეკონომიკის ექსპერტი, სოფიას უნივერსიტეტის პროფესორი, ევროკავშირის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და USAID-ის პროგრამების ხელმძღვანელი კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ზიგიმანტის პავილიონისი- ლიეტუვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, ტრანსატლანტიკური და დემოკრატიული სუბკომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.

კონფერენციის ფარგლებში ასევე, გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამეცნიერო კვლევის - "რუსული ეკონომიკის კვალდაკვალ საქართველოში და მისი გავლენები პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში", პირველი ფაზის პრეზენტაცია, სადაც განხილული იყო რუსეთის ეკონომიკური წილი საქართველოში, როგორ მოქმედებს რუსეთის ეკონომიკური ექსპანსია საქართველოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და რა ხერხს მიმართავს რუსეთი საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ახორციელებს ასეთი ფართო სპექტრის სამეცნიერო კვლევას რუსეთის ეკონომიკურ გავლენებზე.

კონფერენციის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: http://conference2019.ug.edu.ge/

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი