სიახლეები
15 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციის თავჯმდომარეის, გიორგი დონაძის საჯარო ლექცია თემაზე ,,სუიციდი და სუიციდის პრევენციის ეფექტური მექანიზმები".
გიორგი დონაძე არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეცილისტი, ევროსაბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტრენერი სუიციდის პრევენციის საკითხებში, საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციის თავჯმდომარე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 800 ათასი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სუიციდია, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაციაა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რაც გულისხმობს სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრა მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
რა არის სუიციდი? - ტერმინის განმარტება,ზოგადი ფაქტები და მითები სუიციდის შესახებ;
სუიციდალური ქცევის ნიშნები(პრედიქტორები);
სუიციდის თემის პასუხისმგებლიანი გაშუქება მედიაში;
ძირითადი გზავნილები: როგორ მოვახდინოთ სუიციდის პრევენცია და როგორ დავეხმაროთ მათ ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ;