ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

პროგრამები

საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, 2026 - 2027  სასწავლო წელზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:

  • ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ინგლისურ ენაში; (ტესტის ნიმუში);
  • გაიაროს გასაუბრება სპეციალობის მიხედვით.
  • Გასაუბრების თემატიკა ზეპირი გამოცდისთვის
  1. საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
  • ჩააბაროს უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ინგლისურ ენაში;
  • გაიაროს გასაუბრება სპეციალობის მიხედვით.
  1. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 01 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაცია ჩატარდეს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 18:00 საათიდან 21:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. 77, IV სასწავლო კორპუსი.
  2. მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის მიზნით რეგისტრაციისას მითითებულ ლინკზე ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები (ლინკი გააქტიურდება 1 სექტემბერს):
  • ინგლისური ენის გამოცდის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (50 ლარი);
შენიშვნა: საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ენის გამოცდიდან თავისუფლდებიან თუ დახურული აქვთ ინგლისურის B2/2 დონე მინიმუმ 5 წლის მანძილზე.
  • საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში);
  • ბაკალავრის დიპლომის ასლი; (თუ დიპლომი უნივერსიტეტის მიერ ჯერ არ არის გაცემული, უნდა იქნას წარმოდგენილი ხარისხის მინიჭების ცნობის ასლი) (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში) (ვაჟების შემთხვევაში)
  • ფოტოსურათი (აკადემიური ფორმატის, 3x4 ზე, ბიომეტრიული, გადაღებული თეთრ ფონზე); (jpg.jpeg.png.gif.bmp.heic.heif.webp ფორმატში)
  1. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა ჩატარდეს 2026 წლის 10 სექტემბერს, 11:00 საათზე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77ა,  IV სასწავლო კორპუსში, ოთახი #-407.
  2. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გასაუბრება ჩატარდეს 2026 წლის 11, 14, 15 და 16 სექტემბერს  მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ. 77ა,  IV სასწავლო კორპუსში.
  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლა: ოთახი N 707; (IV კორპუსი);
  • სამართლის სკოლა: ოთახი N427 (IV კორპუსი);
  • ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა - N327 აუდიტორია
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა: ოთახი N202 (IV კორპუსი);
  • ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა: ოთახი N606 (IV კორპუსი);
  • საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა - გასაუბრება N524-ე ოთახში (IV კორპუსი);
  1. გამოყენებითი ფსიქოლოგიის ორ მიმართულებაზე - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის კონცენტრაციასა და კლინიკური ფსიქოლოგიის კონსტულაციაზე ჩარიცხვის წინაპირობაა ფსიქოლოგიის ბაკალავრის დიპლომი.
  2. სამართლის (ქართულენოვანი) და საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობა არის სამართლის ბაკალავრის ხარისხი.
  3. შემდეგ პროგრამებზე: ა) სამართალი, ბ) საერთაშორისო ბიზნეს სამართალი, გარდა უცხო ენის გამოცდისა, ბარდება გამოცდა სპეციალობაში (ზეპირი). ამასთან, საერთაშორისო ბიზნეს სამართალის პროგრამაზე სპეციალობის გამოცდა ჩატარდება ინგლისურ ენაზე.
  4. საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამაზე ინგლისური ენის სავალდებულო კომპეტენცია განისაზღვრება B2 დონით, რომლის დაკმაყოფილებაც შესაძლებელია, ალტერნატიულად: ა) შიდა გამოცდით, მინიმუმ 70%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში; ან ბ) საერთაშორისოდ აღიარებული ენის გამოცდების (IELTS, TOEFL ან Cambridge English Qualifications -ის) წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენით (ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი ქულაა IELTS - 5.5-6.5; TOEFL iBT 72-94, Cambridge English Qualifications -160- 179); ან გ) საბაკალავრო საფეხურზე ინგლისურ ენაზე სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
  5. სამართლის სამაგისტრო პროგრამებზე აღნიშნული რაოდენობის მაგისტრანტობის კანდიდატებმა შესაძლებელია მოიპოვონ დაფინანსება:
ა) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (ქართულენოვანი) - 3 ადგილი;
ბ) საერთაშორისო ბიზნეს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (ინგლისურენოვანი) - 10 ადგილი.
სწავლის საფასური სრულად დაუფინანსდებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც 2022 - 2026 წლებში აღებული აქვთ ინგლისური ენის ერთ-ერთი გამოცდის სერტიფიკატი, მითითებული ქულებით:
✅ TOEFL - 85 და მეტი ქულა;
✅ IELTS - 6 და მეტი ქულა;
✅ Cambridge English Exam - 170 და მეტი ქულა.
უნივერსიტეტი სრულად დაუფარავს სტუდენტებს სწავლის საფასურის სხვაობას ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე გრანტის მოპოვებისას (ენის სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაშიც).
ერთ-ერთი ან ორივე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საგრანტო ადგილებზე კონკურსის არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს, რომელმაც ერთიან სამაგისტრო გამოცდაზე გრანტი მოიპოვა. თანაბარი შედეგების შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება სპეციალობაში გასაუბრებისას უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატის სასარგებლოდ.
  1. საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე  დაშვების წინაპირობა:
ა) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა შედგება ინგლისური ენის ფლობის დონის დასადგენი (წერითი) და სპეციალობაში - საქართველოს ისტორია (ზეპირი) - გამოცდისაგან. გამოცდების სავარაუდო თემატიკა განთავსებულია ვებგვერდზე.
ბ) აპლიკანტი გათავისუფლდება ინგლისურ ენაში გამოცდისაგან, თუ წარმოადგენს საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს ან დიპლომს/დანართს/ცნობას საბაკალავრო პროგრამის დასრულების შესახებ, რომლებიც დაადასტურებენ ინგლისური ენის ცოდნას B2-ის დონეზე.
გ) აპლიკანტი გათავისუფლდება  გამოცდისაგან საქართველოს ისტორიაში (ზეპირი), თუ ის არის საქართველოს უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული, რომელსაც შესრულებული აქვს საბაკალავრო ნაშრომი.
დ) ყველა სხვა  აპლიკანტმა ზეპირი გამოცდის დროს უნდა წარმოადგინოს მისი კვლევითი კომპეტენციის დამადასტურებელი რაიმე ნაშრომი (საბაკალავრო ნაშრომი, გამოქვეყნებული სტატია და ა.შ.), რის ირგვლივაც წარიმართება გასაუბრების ნაწილი.
  1. უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდის შედეგებით უკმაყოფილების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი უფლებამოსილია წარმოადგინოს საპრეტენზიო განაცხადი გამოცდის შედეგების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა.
  2. მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც მოიპოვა საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, უნივერსიტეტში ვიზიტის დროს 2026 წლის 17 სექტემბრიდან 22 სექტემბრის ჩათვლით  წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
  • პირადობის ან პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
  • ბაკალავრის დიპლომის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟების შემთხვევაში);
  • სწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს (მინიმუმ 18 და მაქსიმუმ 30 კრედიტის გადახდის ქვითარი);
  • და ხელს აწერს ელექტორონულ ხელშეკრულებას.
  1. აკადემიური რეგისტრაციის ვადად განისაზღვროს 2026 წლის 17 – 22 სექტემბერი.
ფაკულტეტი მისაღები ადგილების რაოდენობა წლიური საფასური
არქეოლოგია 5 4000
საქართველოს ისტორია 10 4500
განათლების ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი) 5 5000
ინგლისური ფილოლოგია (ინგლისურენოვანი) 5 5000
სამართალი 25 5000
საერთაშორისო ბიზნეს სამართალი (ინგლისურენოვანი) 10 6000
გამოყენებითი ფსიქოლოგია 15 5000
ბიზნესის ადმინისტრირება 25 5000
ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია (აღმასრულებელი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მენეჯმენტში) 5 6000
ადამიანური კაპიტალის მართვა და ციფრული ტრანსფორმაცია (მენეჯმენტის მაგისტრი) 5 6000
საჯარო მმართველობა 5 5000
წმინდა და გამოყენებითი მათემატიკა 5 3000
ნაწილაკების ექსპერიმენტული ფიზიკა 3 3500
კომპიუტერული მეცნიერება 15 5000
კიბერუსაფრთხოება 10 5000
ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი 15 5000
ბლოკჩეინი - დეცენტრალიზებული ინფორმაციული სისტემები (ინგლისურენოვანი) 10 5000





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი