საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეოგრაფის საბაკალავრო პროგრამის შემოქმედებით ტურზე რეგისტრაციას.
რეგისტრაცია შესაძლებელია 29 მაისის 17:00 საათამდე უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
პროგრამა განკუთვნილია აბიტურიენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართული და მსოფლიო ხალხთა ცეკვის ქორეოგრაფიით, სურთ პროფესიული განვითარება ქორეოგრაფიის სფეროში და საკუთარი შემოქმედებითი, მუსიკალური და საშემსრულებლო უნარების წარმოჩენა.
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №224/ნ ბრძანების შესაბამისად.
შემოქმედებითი ტურები ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიმართება და ორ ეტაპს მოიცავს. აბიტურიენტებს შეაფასებს უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისგან დაკომპლექტებული საგამოცდო კომისია.
პირველ ტურში შეფასდება აპლიკანტის:
წინასწარ მომზადებული საცეკვაო კომბინაცია (24-32 მუსიკალური ტაქტი) საკუთარი მუსიკალური ფონოგრამით (MP3 ფორმატი);
ექსპრომტად შექმნილი საცეკვაო კომბინაცია, რომელიც ადგილზე, საგამოცდო კომისიის მითითებით შესრულდება.
იმპროვიზაციის ნაწილში მონაწილე მოისმენს შეთავაზებულ მუსიკას და 5 წუთის განმავლობაში მოამზადებს საცეკვაო კომბინაციას.
მეორე ტურში მონაწილემ უნდა წარმოადგინოს მის მიერ დადგმული მცირე ფორმის ხალხური ცეკვა (წყვილთა, ჯგუფური ან მასობრივი), რომლის ქრონომეტრაჟი არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.
არადამაკმაყოფილებელი შეფასების ან გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე. II ტური ჩატარდება სხვა მონაწილეების თანდასწრებით და ვიდეოფიქსაციით. შედეგის გასაჩივრების შემთხვევაში, აპლიკანტს შესაძლებლობა ექნება მიმართოს უნივერსიტეტის სააპელაციო კომისიას.
შემოქმედებითი ტურების თარიღები:
I ტური — 31 მაისი, 11:00 საათი
კონსულტაციები — 2-6 ივნისი
II ტური — 7 ივნისი
ადგილმდებარეობა: ქორეოგრაფიული დარბაზი, აღმაშენებლის ხეივანი 150
დამატებითი ინფორმაცია:
592 45 43 34
595 60 62 75
შემოქმედებით ტურზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს: ქართული ცეკვის ან მსოფლიო ხალხთა ცეკვის დამდგმელი ქორეგორაფის სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა