ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის ქართული, გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტი ფრიდრიხ ნაუმანის ფონდთან ერთად აცხადებს მიღებას სისხლის სამართლის ზამთრის სკოლაში- „სისხლის სამართალი და ადამიანის უფლებები“.
სკოლის თემატიკა: საერთაშორისო და ევროპული გავლენები ქართულ სისხლის სამართალზე, სისხლის სამართალი და ხელოვნების თავისუფლება, საკუთრება და მისი დაცვის მექანიზმები გერმანულ სისხლის სამართალში, ფარული საგამოძიებო მოქმედებები გერმანულ სისხლის სამართლის პროცესში, თავისუფლებისა და სისხლის სამართლის ურთიერთმიმართება, ნარკოდანაშაულები და პიროვნული თავისუფლება.
სკოლის ხელმძღვანელი:
ასოც. პროფ. დოქტ. ბაჩანა ჯიშკარიანი, LL.M. (Munich)
მოწვეული ლექტორები:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამართლის მიმართულების სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა).
ლექციები ქართულ ენაზე გაიმართება
მონაწილეობა უფასოა და ყველა ხარჯი,მათ შორის ტრანსპორტირების, დაფინანსებულია.
თარიღი: 14.02.2019-16.02.2019
ადგილი: ბორჯომი, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაციის გამოგზავნა მეილზე: institute.criminallaw@gmail.com
საბუთები გამოგზავნილ უნდა იქნას 2020 წლის 26 იანვრის ჩათვლით.