ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

ღია სემინარი - დემოკრატიზაცია და ავტოკრატიზაცია მსოფლიოსა და კავკასიაში

5 October 2026

 

13 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში, კვლევითი ჰაბის - V-Dem Caucasus-ისა და ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ღია სემინარი, - „დემოკრატიზაცია და ავტოკრატიზაცია მსოფლიოსა და კავკასიაში“.

ღონისძიებას გახსნიან საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია და შვედეთის საელჩოს პირველი მდივანი, პოლიტიკური საკითხებისა და შვედეთის პოპულარიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი ერიკ მალმბერგი. ღონისძიება ასევე ეძღვნება გოტებორგის უნივერსიტეტის პროფესორ სტაფან ლინდბერგის საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითი ჰაბის - V-Dem Caucasus-ისა და ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრის - აკადემიურ ხელმძღვანელად დანიშვნას.

ღია სემინარის ფარგლებში სტაფან ლინდბერგი წარადგენს მოხსენებას:

  • “25 Years of Autocratization – Now the USA?”

მოხსენებას მოჰყვება პანელური დისკუსია თემაზე:

  • “Democratization and Autocratization in the World and the Caucasus”

პანელურ დისკუსიაში სტაფან ლინდბერგთან ერთად მონაწილეობენ:

  • შალვა ძებისაშვილი - UGSPN, საქართველოს უნივერსიტეტი;
  • Hans Gutbrod - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • იაგო კაჭკაჭიშვილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პანელური დისკუსიის ძირითადი საკითხებია:

  • მსოფლიოში დემოკრატიზაციისა და ავტოკრატიზაციის თანამედროვე ტენდენციები;
  • ავტოკრატიზაციის 25-წლიანი გლობალური ტენდენცია;
  • აშშ-ის მიმდინარე დემოკრატიული ტრაექტორია;
  • დემოკრატიისა და ავტოკრატიზაციის პროცესები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში.

დისკუსიის ფარგლებში კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნება აუდიტორიასაც.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 13 ოქტომბერი, 16:45–17:30 საათი 

ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 საკონფერენციო დარბაზი

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი