ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საერთაშორისო კონფერენცია - საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი

24 October 2025

 

8-9 ნოემბერს, დავით აღმაშენებლის გარდაცვალებიდან ცხრაასი წლისადმი აღსანიშნავად, საქართველოს უნივერსიტეტი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, სახელწოდებით „საქართველო და კავკასია – წარსული, აწმყო, მომავალი“

გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტითან თანამშრომლობით, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი უკვე მეოთხედ უძღვება კონფერენციას, რომელიც ყოველწლიური სამეცნიერო აკადემიური ფორუმია და თავს უყრის, როგორც საქართველოში მოღვაწე, ასევე საზღვარგარეთ მყოფ მკვლევარებს, რომელთა სამუშაო არეალსაც კავკასიოლოგიური და ქართველოლოგიური მიმართულებები წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონფერენციის კვლევითი ნაწილის წარდგენა შედგება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით, მეფე დარჩილის ცხოვრების შესახე, თომა ჩაგელიშვილის ავტორობით. 

საქართველოს უნივერსიტეტის, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის, გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის და ქართველოლოგიის მხარდამჭერი ფონდის ორგანიზებით 2025 წლის საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი, მოწვეული მკვლევარები წარდგებიან.

მოწვეული სტუმრები, კონფერენციის ფარგლებში წარადგენენ თემებს შემდეგი მიმართულებით: ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ფილოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, დიგიტალური ქართველოლოგია, ეკონომიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა და მათი ქვედარგები, რაც სამეცნიერო ფორუმს მულტიდისციპლინურ და, ამავდროულად, ინტერდისციპლინურ სტატუსსა და ხასიათს სძენს და განაპირობებს მის მასშტაბურობას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  https://acgs.ug.edu.ge/ka

დრო: 8-9 ნოემბერი, 10:00 დან 19:00 საათი 

ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, 519 - საკონფერენციო დარბაზი 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი