ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჰაკათონი - საქართველოს უნივერსიტეტში

3 June 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გიწვევთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჰაკათონში, რომლის ფარგლებში მონაწილეებს თექვსმეტი საათის (2 სამუშაო დღე) განმავლობაში მოუწევთ გუნდურად მოამზადონ საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი.

ჰაკათონის მიზანია მონაწილეებმა პრაქტიკაში გამოიყენონ ინფორმაციის მოძიების, გადამოწმების, ანალიზისა და ამბის თხრობის უნარები, ასევე იმუშაონ მკაცრ ვადებში და შექმნან მაღალი ხარისხის საგამოძიებო მასალა.

რას გთავაზობთ?

  • წინასწარ საორიენტაციო ტრენინგებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეთოდებსა და ინსტრუმენტებზე;
  • პრაქტიკულ გამოცდილებას რეალისტურ საგამოძიებო დავალებაზე მუშაობისას;
  • პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის შეფასებას;
  • გამარჯვებულთა ფულადი დაჯილდოებას.

მნიშვნელოვანი თარიღები

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 12 ივნისი, 18:00 საათი

ტრენინგები გაიმართება ჰაკათონის დაწყებამდე (დამატებითი ინფორმაცია მონაწილეებს ეცნობებათ)

ჰაკათონის ჩატარების პერიოდი: 17-18 ივნისი, ხანგრძლივობა: 16 საათი, ორი სამუშაო დღე / აუდიტორია 707 

თუ გსურთ გამოსცადოთ საკუთარი თავი საგამოძიებო ჟურნალისტის როლში, შეიძინოთ ახალი გამოცდილება და მიიღოთ პრაქტიკულ სწავლებაში მონაწილეობა, დარეგისტრირდით და გახდით საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჰაკათონის მონაწილე!

განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინფორმაცია შეხვედრის დროსთან დაკავშირებით, გეცნობებათ პირად ელექტრონულ ფოსტაზე. 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი