ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია "არს გუსტო" აცხადებს მიღებას სრული კულინარიის პროგრამებზე

3 December 2025

 

საქართველოს უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია „არს გუსტო“, რომელიც კავკასიის რეგიონში ერთადერთია, სადაც კულინარიის სრული კურსი ისწავლება, აცხადებს მიღებას "სრული კულინარიის" პროგრამებზე. 

ერთწლიანი სასწავლო კურსი „სრული კულინარია“ არის ინტეგრირებული, მულტიდისციპლინური პროგრამა, რომელიც ერთ კურიკულუმში სინთეზურად აერთიანებს ოთხ ძირითად მიმართულებას:

1. მსოფლიო სამზარეულოს ხელოვნება (ქართული, იტალიური, აზიური და ფრანგული კულინარიის სრული მოდულები);

2. მსოფლიო საკონდიტრო ხელოვნება (ფრანგული ხაზის სრული მოდულით);

3. მსოფლიო პურ-ფუნთუშეულის ხელოვნება (გერმანულ-ავსტრიული, ფრანგული, იტალიური და აზიური მიმართულებების სრული მოდულები;

4. რესტორნის მენეჯმენტი და კულინარიული მარკეტინგის სრული კურსი, რომელიც მოიცავს: HoReCa სექტორის მართვას, რესტორატორის ხელოვნებას, ბრენდირებას, მსოფლიო კულინარიის ისტორიას, მენიუების შედგენას, კალკულაციებს, მარაგების მართვას, ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას, HACCP-ის სტანდარტების დანერგვის, საოპერაციო მარაგებს, სტრესული გარემოს მართვის, ნუტრიციოლოგიის საფუძვლებს და ჯანსაღი კვების დანერგვის მოდულებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულები ორენოვან (ქართული-ინგლისური) სერტიფიკატს იღებენ და აგროვებენ შესაბამის კრედიტებს, რაც ადასტურებს კვალიფიკაციას ისეთ პოზიციებზე მუშაობისთვის, როგორებიცაა:

  • ბრენდ-შეფი;
  • აღმასრულებელი შეფი;
  •  სუ-შეფი;
  • დემი-შეფი.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 7 დეკემბრიდან - 2026 წლის 17 იანვრამდე, დაინტერესებულ პირებს სასწავლო მოდულზე რეგისტრაციისთვის დასჭირდებათ: 

  • საბაზისო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ( ცხრა კლასის ატესტატი) 
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი 
  • სტუდენტის მინიმალური ასაკის ზღვარი -14 წელი
  • სტუდენტის CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: Info@arsgusto.ge
  • სასწავლო პროგრამაზე მიღება ხორციელდება გასაუბრების საფუძველზე

აღსანიშნავია,რომ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ქართულ ენოვანი ჯგუფების პარალელურად, რეგისტრაცია მიმდინარეობს  პროფესიულ და სამოყვარულო ჯგუფებში ინგლისურ ენოვან სექტორზე. სწავლა დაიწყება 2026 წლის 26 იანვარს.

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.ug.edu.ge/ge/ars-gusto

მობ.ნომერი - (+995) 599 72 25 60

ელ.ფოსტა - Info@arsgusto.ge 

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი