ძვირფასო აბიტურიენტებო, საქართველოს უნივერსიტეტი, იწყებს ღია კარის დღეების ციკლს, 2026 წლის მისაღებ საბაკალავრო პროგრამებზე. პირველ ეტაპზე კი, გიწვევთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ინფორმატიკის დეპარტამენტის საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღეზე. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნობიან სრულ საბაკალავრო პროგრამებს და პირადად შეძლებენ გაესაუბრონ პროგრამის ხელმძღვანელებს.
ღია კარის დღეზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ:
აღსანიშნავია, რომ მოსულ სტუმრებს, ასევე დახვდებათ უნივერსიტეტის განახლებული, 2026 წლის ფინანსური შეთავაზება, რომელიც ფარავს ყველა პროგრამას და მორგებულია სტუდენტების საუკეთესო ინტერსებზე. https://ug.edu.ge/ge/funding
დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია, შემდეგ ბმულზე: https://ug.edu.ge/ge/ghia-karis-dghe
ლოკაცია: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კოსტავას 77ა, #519 საკონფერენციო დარბაზი