ანონსები
ძვირფასო სტუდენტებო, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოში ბრაზილიის საელჩოსა და პორტუგალიური ენის ცენტრის, კამოეშის ორგანიზებით, 4 მაისს, პორტუგალიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ენეშ ფერეირა წაიკითხავს ლექციას თემაზე: „პორტუგალია ევროპასა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების საზოგადოებაში - პორტუგალიური ენის როლი“. ასევე გაიმართება ბრაზილიელი მწერლის, კლარის ლისპექტორის ორი რომანის - „ვარსკვლავის დრო“ და "ველურ გულთან ახლოს" თარგმანის პრეზენტაცია. მთარგმნელი პორტუგალიურიდან ქართულ ენაზე - ნინო ლორთქიფანიძე.
ღონისძიებას გახსნიან საქართველოში ბრაზილიის ელჩი, ოსვალდო ბიატო ჟუნიორი და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია.
დრო: 14:45სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, მე-4 კორპუსი, 519 აუდიტორია