21 იანვარს საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ, ანა ფირცხალაშვილისა და ბესიკ ლოლაძის წიგნის პრეზენტაციაზე, "ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში" სადაც ასევე გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე -საჯარო მმართველობაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და დანიშნულების შესახებ.
წიგნში, "ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში" წარმოდგენილ კვლევაში განხილულია ადგილობრივი მმართველობის ევოლუცია ევროპასა და საქართველოში, გაანალიზებულია არსებული პრობლემები და დასახულია მათი გაუმჯობესების გზები. აღსანიშნავია, რომ კვლევა ეფუძნება ნორმატიულ, შედარებით-სამართლებრივ და ანალიტიკურ მიდგომებს, მათ შორის ევროპული ქარტიისა და გერმანიის ფედერაციის სასამართლო პრაქტიკის ანალიზს, რაც მიზნად ისახავს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაუმჯობესების მხარდაჭერას.
დრო: 2026 წლის 21 იანვარი, 14:00 საათი
ადგილი: კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, #519 საკონფერენციო დარბაზი
დასწრება თავისუფალია.