ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

კვანტური ტექნოლოგიების სასკოლო კლუბების ქსელი

3 November 2026

 

საქართველოს უნივერსიტეტის კვანტური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ცენტრი, კვანტური გამოთვლების ასოციაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს სკოლებში კვანტური ტექნოლოგიების კლუბების ქსელს ქმნის.

პროექტი განკუთვნილია უფროსკლასელებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფიზიკა, მათემატიკა, პროგრამირება და მომავლის ტექნოლოგიები. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ კვანტური მეცნიერების უახლეს მიღწევებს, იმუშაონ პრაქტიკულ ამოცანებზე, შეხვდნენ ქართველ მეცნიერებს და მოემზადონ საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის.

რას ისწავლი და რას მიიღებ?

თითოეულ მონაწილე სკოლაში შეიქმნება უფროსკლასელთა კლუბი, რომლის წევრებიც ყოველკვირეულ ონლაინ შეხვედრებში ჩაერთვებიან. შეხვედრები მოიცავს კვანტური ტექნოლოგიების ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

  • კვანტური გამოთვლები;
  • კვანტური კომუნიკაცია;
  • კვანტური სენსორები;
  • კვანტური კრიპტოგრაფია;
  • კვანტური ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება.

პროგრამა დაიწყება საბაზისო საკითხების გაცნობით და ეტაპობრივად გადავა პრაქტიკულ სამუშაოზე - კვანტური გამოთვლების სავარჯიშოებზე, სიმულაციებსა და მცირე პროექტებზე. კლუბის ლიდერი იქნება ერთ-ერთი უფროსკლასელი, რომელიც შეირჩევა ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით, შევსებული აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.

ისწავლე მეცნიერებისგან, ვინც ამ სფეროს ქმნის

შეხვედრებს გაუძღვებიან საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერები და საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი მკვლევრები. ისინი მოსწავლეებს გააცნობენ საკუთარ სამეცნიერო , გაუზიარებენ პროფესიულ გამოცდილებას და ჩაატარებენ პრაქტიკულ ვორქშოფებს.

კლუბის წევრებს ექნებათ შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდნენ თანამედროვე მეცნიერებას, გაეცნონ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეს და აღმოაჩინონ სამომავლო სასწავლო და კარიერული შესაძლებლობები.

ვის შეუძლია კლუბში გაწევრიანება?

  • პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ უფროსკლასელებს, რომლებსაც აქვთ:
  • ფიზიკისა და მათემატიკის კარგი ცოდნა;
  • Python-ზე პროგრამირების გარკვეული გამოცდილება;
  • ინტერესი კვანტური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ;
  • სწავლისა და ახალი ცოდნის მიღების მოტივაცია.

 თითოეულ სკოლაში კლუბის ლიდერი შეირჩევა უფროსკლასელთა შორის, ცოდნის, გამოცდილებისა და მოტივაციის გათვალისწინებით. კანდიდატების შერჩევა მოხდება აპლიკაციისა და გასაუბრების საფუძველზე.

შეხვედრებს შორის კლუბის წევრებს შეეძლებათ იმუშაონ მცირე ჯგუფურ პროექტებზე, განიხილონ ახალი თემები და მოემზადონ საერთაშორისო კონკურსებისთვის.

რეგისტრაცია კვანტური ტექნოლოგიების კლუბების ქსელისთვის

შეავსე სააპლიკაციო ფორმა 15 ნოემბრამდე

დამატებითი ინფორმაციისთვის: ugquantum@ug.edu.ge

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი