საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერება სკოლა და ააიპ „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ აცხადებენ სტუდენტთა მიღებას ერთობლივ პროექტში
„სწავლა მოქმედებაში: სტუდენტური სიმულაციების ლაბორატორია“
ღონისძიების მიზანია ჟურნალისტიკისა და სტრატეგიული კომუნიკაციების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის წინასწარ შესაბამისი ტემატიკის ტრენინგებით ცოდნის მიწოდება და შემდგომ, ფინალურ ეტაპზე გადანაწილებული როლების შესაბამისად სიმალურაციური გათამაშების ჩატარება.
სწავლების ეს მეთოდი არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული პრაქტიკული სწავლების დამატებითი და ეფექტიანი შესაძლებლობა მომავალი პროფესიონალებისათვის. 2026 წლის საგაზაფხულო სემესტრის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ სირღმისეულად იმუშაონ მედია ეთიკის, სტრატეგიული კომუნიკაციების, მედიის თვირეგულირებისა და რეგულირების, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების საკითხებზე.
სიმულაციური გათამაშებისათვის მოსამზადებელ ტრენინგებს ჩაატარებენ თითოეულ სფეროში აღიარებული პრაქტიკოსი პროფესიონალები, რაც მონაწილეს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მიიღოს სალექციო კურსებს მიღმა დამატებითი ცონდა.
რას მიიღებთ პროექტში მონაწილეობით:
მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ 31 მარტამდე გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: