ანონსები
21 მარტს, ახალციხეში მდებარე სამცე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გამართავს სხვადასხვა ღონისძიებებს სკოლის მოსწავლეებისთვისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
სამართლის სკოლის წარმომადგენლები ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაუწევენ უფასო იურიდიულ კონსულტაციას შემდეგ თემებზე:
• ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები;
• პრივატიზება;
• სახელშეკრულებო ურთიერთობები (ნასყიდობა, ქირავნობა, ჩუქება, სესხი და ა.შ.);
• საოჯახო და მემკვიდრეობითი დავები;
• შრომითი დავები (საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან გათავისუფლება);
• საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
დრო: 13:00-16:30 სთ
მისამართი: ქ. ახალციხე, კოსტავას 10
საქართველოს უნივერსიტეტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ოფისში ასევე, გაიმართება საჯარო ლექცია მე - 11 და მე - 12 კლასელებისთვის.
შეხვედრაზე განხილული იქნება არასრულწლოვანთა შრომისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები:
• რა არის პერსონალური მონაცემები;
• ვის აქვს ამ ინფორმაციაზე წვდომის უფლება;
• ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევაში.
აგრეთვე არასრულწოვანთა შრომის შესახებს საუბარი შეეხება შემდეგ საკითხებს:
• რომელი წლიდან რა სახის კონკრეტული სამუშაო შეიძლება გასწიონ;
• როგორი უნდა იყოს ანაზღაურება და რამდენი საათი შეიძლება მოსთხოვონ სამუშაოს შესრულება.
ღონისძიების სპიკერი საქართველოს უნივერსიტეტის უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ჟანა ჩიქოვანი იქნება.
საჯარო ლექციას არასრულწლოვანთა შრომაზე და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სამართლის პროგრამის დამამათრავებელი კურსის სტუდენტები- ქეთევან მურადაშვილი და სალომე რურუა გაუძღვებიან.
დრო: 17:00 სთ
მისამართი: ქ. ახალციხე, კოსტავას 10