ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და ADREE - დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრი აცხადებს მიღებას კომერციული მედიაციის ტრენინგზე.
ეს უნიკალური შესაძლებლობა განკუთვნილია:
• საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის,
• ასევე სამართლის ყველა ბაკალავრებისთვის, რომლებსაც სურთ 2024/2025 სასწავლო წლიდან სამაგისტრო საფეხურზე სწავლა განაგრძონ საქართველოს უნივერსიტეტში სამართლის სკოლაში.
ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
ტრენინგის მიზანია სტუდენტები მოამზადოს მედიაციის საერთაშორისო კონკურსებისთვის, რომლებიც სრულადაა დაფინანსებული საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიერ. ამ კონკურსებში მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგის შემდეგ გასაუბრებით შერჩეული მონაწილეები.
სამდღიანი ტრენინგის მოსამზადებელი პროგრამა ემყარება ათწლიან წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას და მოიცავს ტრენინგ მოდულს, რომელიც აგებულია მედიატორის და მედიაციის პროცესში ჩართული მხარეების უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ტრენინგი მოიცავს პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების სიმულაციურ სესიებში მონაწილეობას.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი და შერჩეული სტუდენტები განაგრძობენ, საერთაშორისო მედიაციის კონკურსისთვის დამატებით მომზადებას.
ნატა სტურუა - ავსტრიის ბლოკჩეინ ცენტრის მკვლევარი, იურისტი, მედიატორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიაციის კლინიკის კურატორი, და
ანა ხურციძე - მედიატორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, UN Global Mediation Panel-ის წევრი, INADR - დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის (აშშ) არჩეული პრეზიდენტი.
ტრენინგი ჩატარდება 10-12 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. სამუშაო საათები 10:00-დან 16:00-მდე.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.
მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 3 სექტემბრამდე ugls@ug.edu.ge-ზე გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო ვიდეო, სადაც ინგლისურ ენაზე ახსნით, რატომ გსურთ მედიაციის ტრენინგში მონაწილეობის მიღება და რა იცით კომერციული მედიაციის შესახებ. ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
წარმატებებს გისურვებთ!