ანონსები
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის: ანაზღაურებადი სტაჟირება ავსტრიის ბლოკჩეინ-ცენტრში, ქ. ვენაში.
პროექტი გულისხმობს საქართველოს უნივერსიტეტის შერჩეული სტუდენტის მიერ ორ თვიანი სტაჟირების გავლას ავსტრიის ბლოკჩეინ-ცენტრში, რომელიც არის კვლევითი ორგანიაცია და დაფუძნებულია ავსტრიის ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის მიერ: University of Vienna, Vienna University of Economy and Business, Technical University of Vienna, Innsbruck University,St. Pölten University და აქვს ექსპერტის წოდება, როგორც ტექნოლოგიების განვითარების, ისე ბიზნეს მოდელების შექმნის და სამართლებრივი კონსულტაციის გაწევის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაცია ავსტრიის ბლოკჩეინ ცენტრის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ : https://www.abc-research.at/de/
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების მაგისტრატურის სტუდენტებს.
პროექტში მონაწილეობისათვის აუცილებელია აპლიკანტმა მაგისტრანტმა ჩაატაროს კვლევა, რის საფუძველზეც შეირჩევიან მონაწილეები. კვლევა მიზნად უნდა ისახავდეს ევროკავშირის კანონმდებლობის ანალიზს ბლოკჩეინ-რეგულაციების, ხელოვნური ინტელექტის, სმარტ-კონტრაქტების, კრიპტო რეგულაციების მიმართულებით.
სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს უნიკალური კვლევა, რომელიც არ გამოქვეყნებულა და არ ჩატარებულა სხვა პროექტის ფარგლებში.
კვლევა უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისგან:
კვლევის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 იანვარი შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.sturua@ug.edu.ge.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ონლაინ გასაუბრებას ავსტრიის ბლოკჩეინ-ცენტრის წარმომადგენლებთან.
სტაჟირების პროგრამა დაიწყება 2024 წლის ივლისში.
გისურვებთ წარმატებას!