ანონსები
14 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტის შიდა ქართლის რეგიონულ ოფისში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
1. კონსულტაციები
სამართლებრივ კონსულტაციები გაიმართება სამოქალაქო-ადმინისტრაციული შინაარსის საკითხებზე, დაინტერესებულმა პირებმა თან უნდა იქონიონ ის დოკუმენტაცია, რის შესახებაც სურთ ინფორმაციის მიღება.
დრო: 11:00 - 15:30 სთ
ადგილი: გორი, სტალინის ქუჩა 25
2. საჯარო ლექცია აბიტურიენტებისთვის
შეხვედრაზე განხილული იქნება არასრულწლოვანთა შრომისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები.
• რა არის პერსონალური მონაცემები;
• ვის აქვს ამ ინფორმაციაზე წვდომის უფლება;
• ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევაში.
აგრეთვე არასრულწოვანთა შრომის შესახებს საუბარი შეეხება შემდეგ საკითხებს:
• რომელი წლიდან რა სახის კონკრეტული სამუშაო შეიძლება გასწიონ;
• როგორი უნდა იყოს ანაზღაურება და რამდენი საათი შეიძლება მოსთხოვონ სამუშაოს შესრულება.
ღონისძიების სპიკერი საქართველოს უნივერსიტეტის უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი ჟანა ჩიქოვანი იქნება.
საჯარო ლექციას არასრულწლოვანთა შრომაზე და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ სამართლის პროგრამის დამამათრავებელი კურსის სტუდენტები- ქეთევან მურადაშვილი და სალომე რურუა გაუძღვებიან.
დრო: 16:00-17:00 სთ
ადგილი: გორი, სტალინის ქუჩა 25
თარიღი: 14.03.2018
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2HudyOg