ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

სემინარი „ერთად ჯანმრთელობისთვის - მხარი დავუჭიროთ მეცნიერებას!“ ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად

2 April 2026

6 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა, გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტში, ჯანმრთელობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს. ღონისძიება გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში და გააერთიანებს დარგის სპეციალისტებს, მკვლევრებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას ერთიანი ჯანმრთელობის მნიშვნელობის განსახილველად.

სემინარი ეხმიანება ჯანმრთელობის მსოფლიო დღის 2026 წლის გზავნილს - „ერთად ჯანმრთელობისთვის. მხარი დავუჭიროთ მეცნიერებას!“ - რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, დაეყრდნოს მეცნიერებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და გააძლიეროს მულტისექტორული თანამშრომლობა ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის დასაცავად.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება და უკავშირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუციის მიღებას 1948 წელს. 1950 წლიდან ეს თარიღი მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საინფორმაციო პლატფორმად იქცა, რომელიც ყოველწლიურად ყურადღებას ამახვილებს გლობალური ჯანმრთელობისთვის კრიტიკულ თემებზე.

წლევანდელი კამპანია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს One Health - ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომაზე, რომელიც ადამიანის, ცხოველთა და გარემოს ჯანმრთელობას ერთიან სისტემად განიხილავს. თანამედროვე გამოწვევები - პანდემიები, კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება - ცხადყოფს, რომ ჯანმრთელობის დაცვა მხოლოდ თანამშრომლობითა და მეცნიერებაზე დაფუძნებული პოლიტიკით არის შესაძლებელი.

2026 წლის კამპანიის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით გაიმართება ერთიანი ჯანმრთელობის საერთაშორისო სამიტი და ჯანმოს სათანამშრომლო ცენტრების პირველი გლობალური ფორუმი, რომელიც ასობით სამეცნიერო ინსტიტუციას გააერთიანებს.

უნივერსიტეტში 6 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებას გახსნის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

მთავარ პრეზენტაციას წარადგენს ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი მამუკა კოტეტიშვილი, რის შემდეგაც გაიმართება დისკუსია მონაწილეების ჩართულობით.

სემინარი მიზნად ისახავს მეცნიერებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მნიშვნელობის გაძლიერებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართ ნდობის აღდგენასა და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობას.

დრო: 6 აპრილი, 16:00 საათი

ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 21ა, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი