ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ანონსები

International cold case project- ი აცხადებს მესამე ნაკადის მიღებას, საერთაშორისო ონლაინ პროექტში სისხლის სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
16 September 2025

 

International cold case project- ი აცხადებს მესამე ნაკადის მიღებას, საერთაშორისო ონლაინ-პროექტში სისხლის სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. 

International cold case project - ეს არის საერთაშორისო პროექტი, რომელშიც ჩართულები არის სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ერთობლივად მუშაობენ გერმანიის ერთ-ერთი რეგიონის პოლიციის ბაზაში არსებულ, სისხლის სამართლის გაუხსნელ საქმეებზე (პირის გაუჩინარება, მკვლელობა და ა.შ.).

სტუდენტებს წვდომა აქვთ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე (გაუთქმელობის წინაპირობით) ინგლისური თარგმანების სახით. პროექტს კოორდინაციას უწევს გერმანიის პოლიციის აკადემიის ლექტორი. ოქტომბრიდან - მარტის ჩათვლით, ჩართული სტუდენტები, პროექტის ფარგლებში ონლაინ რეჟიმში შეხვდებიან ერთმანეთს და მათ კოორდინატორთან ერთად განიხილავენ გაუხსნელ საქმეებს, განხილვასთან ერთად  მომზადდება ესეები და ანგარიშები. 

საქართველო, 2024 წელს, პირველად იქნა მიწვეული ამ პროეტში გერმანული და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ქართველ სტუდენტებს კურირებას გაუწევს პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია, შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • საბუთების გადარჩევა;
  • გასაუბრება;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიმდინარე წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით ქართულ ან ინგლისურ ენაზე ინსტიტუტის ელ. ფოსტაზე  institute.criminallaw@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ ICCAP):

  • cv ფოტოსურათით;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბოლო ორი სემესტრის ნიშნების ამონაწერი (საკმარისია სტუდენტის ელ-ბაზიდან ამოღებული ამონაწერიც ბეჭდის გარეშე).

კონკურსანტს გავლილი უნდა ქონდეს მატერიალური სისხლის სამართლის კერძო ნაწილი 1 (დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ).

გასაუბრებაზე ზეპირად შემოწმდება ინგლისურის ცოდნა (სულ მცირე B2/1 დონე) და ზოგადი ცოდნა სისხლის სამართლის მიმართულებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტირებული ყველა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტს შესაბამისი სემესტრიდან (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა).

სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებსაც, ხოლო განსაკუთრებით აქტიურ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ მომავალი, ახალი გუნდების ლიდერები.

პროექტში მონაწილეობა სრულიად უფასოა და ის თავსებადია სასწავლო გრაფიკთან.

დაწვრილებით პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებული ბმული

https://www.amberalert.eu/projects/international-cold-case

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი