საქართველოს უნივერსიტეტის (UG) და იუჯი სკოლის ორგანიზებით საინჟინრო ჰაკათონი 2026 გაიმართება. ჰაკათონი 25–26 ივლისს ჩატარდება და თავს მოუყრის ტექნოლოგიებით, ინჟინერიითა და ინოვაციებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
ჰაკათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა გამომგონებლების, მკვლევრებისა და მომავალი ინჟინრების აღმოჩენასა და განვითარებას. მონაწილეები ორ დღეში იმუშავებენ რეალურ საინჟინრო გამოწვევებზე, შექმნიან ინოვაციურ გადაწყვეტილებებსა და პროტოტიპებს და საკუთარ ნამუშევრებს პროფესიონალი ჟიურის წინაშე წარადგენენ.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს მოუწევთ იმუშაონ ისეთი აქტუალური მიმართულებებით, როგორიცაა წყლის რესურსების ხელმისაწვდომობა, ენერგეტიკა, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის სკანირება, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემები, საინჟინრო უსაფრთხოება და სხვა ტექნოლოგიური გამოწვევები. პროექტები შეფასდება იდეის ინოვაციურობის, ტექნიკური სირთულის, ფუნქციონალურობის, პრაქტიკული მნიშვნელობისა და პრეზენტაციის ხარისხის მიხედვით.
ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინჟინერიით, ტექნოლოგიებითა და გამოყენებითი მეცნიერებებით და სურთ საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოცდა.
გამარჯვებული გუნდებისთვის საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დაწესებულია 1 000 აშშ დოლარის საპრიზო ფონდი, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება:
საპრიზო ფონდის გარდა, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ კონტაქტები დარგის ექსპერტებთან, უნივერსიტეტის პროფესორებთან და ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და საკუთარი იდეები რეალურ პროექტებად აქციონ.
საინჟინრო ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://luma.com/5cadgkib
განაცხადების მიღება გაგრძელდება 18 ივლისამდე, ხოლო მონაწილეები დამატებით მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ჰაკათონის ფორმატის, ამოცანებისა და საორგანიზაციო საკითხების შესახებ.