ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ტოლერანტობის კვირეული 2018
12 November 2018

საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 12 ნოემბრიდან 16 ნოემბრის ჩათვლით, მორიგი ტოლერანტობის კვირეული გაიმართება.

კვირეულის მანძილზე ყურადღება დაეთმობა ცხოველთა უფლებებს, მოხუცთა უფლებებს, გარემოს დაცვის საკითხებსა და სხვა აქტუალურ თემებს.

ამასთან ერთად, საქართველოს უნივერსიტეტმა ქვეყნის მასშტაბით, გამოაცხადა ესეების კონკურსი- „რას ნიშნავს ტოლერანტობა?“, რომლის გამარჯვებულიც კვირეულის განმავლობაში გამოვლინდება.

საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია- „ტოლერანტობა თავისუფლებაა“

განრიგი:

12 ნოემბერი

ცხოველები

დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ უნივერსიტეტის ეზოში მოიყვანონ თავიანთი შინაური ცხოველები და არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ ცხოველთა უფლებების აქტივისტს.

გარდა ამისა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია პირად შეტყობინებაში გამოგზავნოს ფოტო შინაურ ცხოველთან ერთად, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის Facebook გვერდზე აიტვირთება.

საჯარო ლექცია: ტოლერანტობა ცხოველების მიმართ

სპიკერები:

თიკო კვალიაშვილი- ცხოველთა უფლებების აქტივისტი

თინათინ ჭავჭანიძე- ფსიქოლოგი, ორგანიზაცია ცხოველთა უფლებების კომიტეტის დამფუძნებელი.

დასწრება თავისუფალია.

დრო: 17:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519

13 ნოემბერი

ხანდაზმულები

ვიზიტი თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში- სათნოების სახლი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები გამართავენ სხვადასხვა ღონისძიებას და თითოეულ ბენეფიციალს გადასცემენ სიმბოლურ საჩუქრებს.

დრო: 15:00 სთ

ადგილი: თბილისი, ვაზისუბანი

14 ნოემბერი

გარემო

საჯარო ლექცია: „ტოლერანტობა გარემოს მიმართ“

სპიკერი: ზურაბ შევარდნაძე, მებაღე, გარდენია შევარდნაძის დამფუძნებელი

ლექციის შემდეგ კამპუსში მდებარე ევროპის ბაღში დავრგავთ სხვადასხვა ჯიშის მცენარეებს.

დასწრება თავისუფალია.

დრო: 16:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116

15 ნოემბერი

აუტიზმი

საჯარო ლექცია: „ტოლერანტობა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მიმართ“

სპიკერი: ქ-ნ ია იაშვილი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცნეტრის კლინიკური მენეჯერი.

დასწრება თავისუფალია.

დრო: 16:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519

16 ნოემბერი

ესეების კონკურსის- „რას ნიშნავს ტოლერანტობა?“ მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალი.

დასწრება თავისუფალია.

 

დრო: 16:00 სთ

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი