2017 წლის ივლისიდან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაციის წევრია (The International Association of Law Schools – IALS) http://www.ialsnet.org/membership/. სამართლის სკოლების საერთაშორისო ასოციაცია 2005 წლის ოქტომბერში დაარსდა აშშ-ს კოლუმბიის შტატის კანონმდებლობის ქვეშ ფუნქციონირებს. ასოციაციის უმთავრესი მისიაა იურიდიული განათლების გაუმჯობესება მსოფლიოში. ამჟამად ასოციაცია 160 სამართლის სკოლას აერთიანებს 55 ქვეყნიდან.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.ialsnet.org/

2018 წლის მარტიდან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ევროპის სამართლის ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA – European Law faculties Association) წევრია.

ELFA 1995 წელს დაარსდა და მასში ევროპული სამართლის სკოლები არიან გაერთიანებული. ასოციაციის მთავარი მიზანი იურიდიული განათლების განვითარება და მისი ხელშეწყობაა. ELFA კოორდინაციას უწევს ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმებს, ევროპული უნივერსიტეტების თანამშრომლობას და ერთობლივ საგანამანათლებლო პროგრამებზე მუშაობას.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://elfa-edu.org/

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2015 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ვაჭრობის და განვითარების კონფერენციის - UNCTAD-ის ინსტიტუტის წევრია. ინსტიტუტი აკადემიურ სფეროს მხარდასაჭერად 2004 წლის ივნისში შეიქმნა და დღეისთვის 131 უნივერსიტეტს და 64 ქვეყნის კვლევით ცენტრს აერთიანებს.

ინსტიტუტის მთავარი მიზანია განვითარებადი ქვეყნებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებების და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. UNCTAD ამზადებს კვალიფიციურ, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება თავიანთ ქვეყანაში. ამ მიზნის მისაღწევად, ინსტიტური უზრუნველყოფს აკადემიური სფეროს ჩართულობას და გადაამზადებს აკადემიურს პერსონალს პოლიტიკის განვითარების საკითხების სწავლებაში.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://vi.unctad.org/

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2015 წლიდან არის ამერიკის სავაჭრო პალატის - AmCham-ის წევრი. ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველში არის ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ორგანიზაცია და აერთიანებს 200-ზე მეტ წევრ კომპანიას. AmCham დაფუძნდა 1998 წელს. მისი ძირითადი მიზანია ამერიკის და საქართველოს ბიზნესის თანამშრომლობის, მათ შორის მთავრობის და ბიზნესის კოორდინაციის ხელშეწყობა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.amcham.ge/






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი