SHARE ON


ანა ხურციძე
სკოლის დირექტორი

IV კორპუსი, ოთახი: 417
2 55 22 22 (328)
E-mail: a.khurtsidze@ug.edu.ge

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა 2005 წელს დაარსდა და დღეისათვის ყველაზე დიდი კერძო სამართლის სკოლაა საქართველოში (მთლიანობაში, სიდიდით მეორე ადგილზეა), სადაც დაახლოებით 1500 სტუდენტი სწავლობს და ახორციელებს სამართალმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს.

სკოლა გამორჩეულია ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი პროგრამით, ლექტორების მაღალი პროფესიონალიზმით და წარმატებული კურსდამთავრებულებით. სასწავლო პროცესი მთლიანად მიმართულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ამ გზით - კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებაზე.

სამართლის სკოლა აქტიურად მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე ყველაზე პოპულარულ საერთაშორისო შეჯიბრებებში. 

სამართლის სკოლაში მდებარეობს კავკასიის რეგიონში TOLES  სამართლებრივი ინგლისურის ერთადერთი ცენტრი. TOLES დაფუძნებულია ბრიტანეთში და არის სამართლებრივი ინგლისურის ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდა, პრაქტიკოსი იურისტების სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის დონის შესაფასებლად. აღნიშნული პროგრამით სამართლებრივი ინგლისურის გავლა სამართლის პროგრამების სავალდებულო ნაწილია.

ჩვენი სკოლის მოტოა - „For Law And Liberty“ და ამით ბევრი რამე ნათქვამია!







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი