ცენტრები და ლაბორატორიები
ბლოქჩეინი არის დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც ელექტრონული ინფორმაციის შენახვის საშუალებას იძლევა არა ერთ, არამედ მრავალ ლოკაციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კიბერ შეტევით ინფორმაციის დაკარგვის და მისი გაყალბების საფრთხე დაყვანილია მინიმუმამდე.
მუდმივად ზრდადი ჩანაწერების სია, რომლის შემადგენელი დეცენტრალიზებული ბლოკები დაკავშირებულია ერთმანეთთან და დაცულია კრიპტოგრაფიის გამოყენებით. თითოეულ ბლოკს გააჩნია წინა ბლოკთან დამაკავშირებელი ბმული, ჩანიშვნის დრო და ინფორმაცია ტრანზაქციებზე.
საქართველოს უნივერსიტეტი არის პირველი სასწავლო დაწესებულება საქართველოში, რომელმაც დაარსა ბლოქჩეინ ლაბორატორია, სადაც სტუდენტს საშუალება აქვს მიიღოს სიღრმისეული ცოდნა და ჩამოყალიბდეს ბლოქჩეინ ტექნოლოგიის ექსპერტად. დამატებით, აღნიშნული ლაბორატორიის შექმნა მიზნად ისახავს სისტემის გამოყენებით ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას და ინოვაციური პროდუქტების განვითარებას.