ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ცენტრები და ლაბორატორიები

CISCO Academy

2010 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ მოიპოვა უფლება დაეარსებინა CISCO აკადემია, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა გაიარონ კომპიუტერელი ქსელების CCNA და CCNP კურსები, რომლებიც ინტეგრირებულია როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო სასწავლო პროგრამებთან. კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს ეძლევათ საერთაშორისო მოსმენის სერტიფიკატი, რის შემდეგაც კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 50%–იანი ან 70%იანი ფასდაკლებით Cisco-ს CCNA საერთაშორისო გამოცდის ჩაბარებისას.

Cisco–ს აკადემიის CCNA (Cisco Certified Network Associate) კურსის გავლის შედეგად სტუდენტი შეისწავლის მცირე და საშუალო ზომის კომპიუტერული ქსელების დაგეგმვას, ინსტალაციასა თუ მართვას. ეს საბაზო კურსი  მოიცავს არა მარტო თეორიულ საკითხებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებისთვის, არამედ პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებსაც, რომლებიც მნიშვნელოვანია ქსელური ადმინისტრატორისათვის კრიტიკულად საჭირო უნარ–ჩვევების შესაძენად.

Responsive image
Responsive image
 

CCNP კურსი წარმოადგენს CCNA კურსის შემდგომ ეტაპს, მომზადებულია ყველა იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც  აუცილებელია თანამედროვე კორპორატიულ ქსელებში პროფესიონალური დონის სამუშაო პოზიციების დასაკავებლად. ასეთ პოზიციებს  განეკუთვნებიან:  ქსელის ინჟინერი, ქსელის ადმინისტრატორი, სისტემური ინჟინერი და ქსელის კონსულტანტი.

CCNP კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ლექციებს, ასევე პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომელთა საშუალებითაც სტუდენტი შეიძენს გაღრმავებულ ცოდნას და უნარჩვევებს ქსელის მარშრუტიზაციის, ჩართვა–ინსტალაციის, ქსელის შემდგომი მართვის და პრობლემების აღმოფხვრის საკითხებში.

Cisco systems წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელურ და საკომუნიკაციო ტექნიკის მწარმოებელს მსოფლიოში. Cisco-ს მეშვეობით  განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი და ისტორიული ცვლილება ტექნოლოგიებში და განივრცო და დაიხვეწა მათი  გამოყენება. ახლა, როდესაც ტექნოლოგიური ინდუსტრია ყოველდღიურად ვითარდება Cisco  წარმოადგენს ბაზარზე წამყვან კომპანიას, რომელიც  მოიცავს რამდენიმე სფეროს, როგორიცაა როუტინგი, სვიჩინგი, ერთიანი კომუნიკაციები, მობილურობა და უსაფრთხოება, უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.  Cisco არის ფუნდამენტალური ცვლილებების ცენტრი მსოფლიოს საკომუნიკაციო სისტემებში.

Responsive image
 

Cisco აკადემიის ხელმძღვანელი:

სულხან სულხანიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ინფორმატიკის პროგრამის ხელმძღვანელი.

Responsive image
 

Cisco CCNP კურსებს უძღვება:

გიორგი ჩუბკო - GREENNET-ის ქსელის არქიტექტორი; CCIE# 59916 საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი. CCIE - Cisco Certified Internetwork Expert, არის Cisco Systems მიერ შემოთავაზებული ტექნიკური სერტიფიცირების უმაღლესი დონე. CCIE სერთიფიკატი შეიქმნა, რათა მსოფლიოს მაშტაბით შეაფასოს ექსპერტის ცოდნის დონე და ინფრასტრუქტურის ქსელის დიზაინის უნარები.







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი