ცენტრები და ლაბორატორიები
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლაში ფუნქციონირებს მედიცნის თეატრი. მოცემული თეატრი წარმოადგენს ე.წ „პაციენტის თეატრს“, რომლის შემადგენლობაში შედიან პროფესიონალი მსახიობი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები. მედიცინის თეატრის ფარგლებში ხორციელდება კლინიკური ქეისების გათამაშება, რომელზეც ხდება ინტენსიური ტრენინგი, რათა გამოცდის დროს სიმულაციურ პაციენტს ზუსტად ესმოდეს დაავადების არსი და სცემდეს სტუდენტის მიერ დასმულ ყველა კითხვას შესაბამისად.
მედიცინის თეატრი მნიშვნელოვანი რგოლია კლინიკური და პრაქტიკული სწავლებისათვის, რადგან სანამ სტუდენტებს ექნებათ ურთიერთობა რეალურ პაციენტთან, ამ დროისათვის უკვე გაცნობიერებული ექნებათ: პაციენტთან ქცევის ნორმები, კომუნიკაცია, დაავადებების სიმპტომოკომპლექსი და მათი გამოხატულება.
თითეულ სიმულაციურ სცენარზე გაწერილია შესაბამისი შეფასების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ყველა საჭირო ეტაპს და ორიენტირებულია მაქსიმალურად გამჭვირვალე და ობიექტურ შეფასებაზე.